LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარის მოტანილს ქარი წაიღებს  – ქალს დაბადების დღეზე ნაჩუქარი ფული  გაუფრინდა

1241
flyingmoney

37 წლის ნიკი უოკერს დაბადების დღეზე დედამ 100 ფუნტი გაუგზავნა საჩუქრად, რომელიც 10 ფუნტიანი კუპიურების სახით ჰელიუმიან ბუშტზე იყო გამობმული. 69 წლის ქეროლ უოკერმა შვილის დაბადების დღეზე მისვლა ვერ მოახერხა და მილოცვა სახალისო ფორმით გადაწყვიტა.

იუბილარმა სასაჩუქრე ყუთი გახსნა და აღტაცებული დარჩა, თუმცა დაავიწყდა ყურადღება მიექცია ვარდისფერი ბუშტისათვის, რომელზეც ფული იყო მიმაგრებული. შედეგად, ნიკის დაბადების დღის საჩუქარი ქარმა წაიღო. მოგვიანებით ქალბატონმა უოკერმა განაცხადა, რომ მას არც უფიქრია ბუშტისათვის ყურადღების მიქცევა, რადგან ეგონა ფული სასაჩუქრე ყუთში იდო.

„როდესაც ბუშტი გაფრინდა  მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ერთმანეთზე მიმაგრებული 10 ფუნტიანი კუპიურებიც თან გაიყოლა. არც მიფიქრია, რომ ფული ბუშტზე იქნებოდა მიმაგრებული. შოკისგან დროულად რეაგირება ვერ მოვასწარი და თავი იდიოტად  ვიგრძენი , მაგრამ დღეს ამასთან დაკავშირებით მხოლოდ დადებითი  ემოციები მაქვს“ – აცხადებს იუბილარი.

სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება ჰპოვა ვიდეომ, რომელზეც სწორედ ესმომენტია ასახული, ხოლო ნიკი  გაფრენილი ბუშტის დაჭერას უშედეგოდ ცდილობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები