LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართულ ოცნებას“ არ სურს რიგგარეშე სხდომის დანიშვნა და სუს-ის ხელმძღვანელის მოსვლა, მათ კითხვებზე პასუხები არ აქვთ და მხილების ეშინიათ: ვაშაძე

41
გიორგი ვაშაძე

“რეგლამენტით შესაძლებელია ამ სხდომის დანიშვნა და სუს-ის ხელმძღვანელის მოსვლა, ეს არ სურს “ქართულ ოცნებას”, რადგან მათ კითხვებზე პასუხები არ აქვთ და მხილების ეშინიათ.” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია “ქართული ოცნების” პოზიციას სრულად ემთხვევა:

“ჩვენთვის, “სტრატეგია აღმაშენებლისთვის”, “მესამე ძალისთვის” ყველა მექანიზმის გამოყენება, რომელიც ამხელს ამ არსებულ დანაშაულებრივ სისტემას, ძალიან მნიშვნელოვანია და მოვუწოდებთ ოპოზიციაში მყოფ კოლეგებს, კარგად დავფიქრდეთ, არის თუ არა მნიშვნელოვანი ვამხილოთ ის დანაშაულებრივი სისტემა, რაც დღეს არის.

რეგლამენტით შესაძლებელია ამ სხდომის დანიშვნა და სუს-ის ხელმძღვანელის მოსვლა, ეს არ სურს “ქართულ ოცნებას”, რადგან მათ კითხვებზე პასუხები არ აქვთ და ეშინიათ მხილების. მე ყველაზე მეტად ის მაოცებს, ამ მხილებაზე უარს რატომ ამბობს “ნაციონალური მოძრაობა.” – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, სამი ოპოზიციური პარტია “გირჩი”, “მოქალაქეები” და “სტრატეგია აღმაშენებელი” აცხადებს, რომ ხელი მოაწერეს “ლელოს” ინიციატივას – გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომა მოიწვიონ.