5-7 ივნისს იტალიის კუნძულ სარდინიაზე ევროპის ყოველწლიური საავიაციო ფორუმი CONNECT 2019 იმართება. კალიარიზე მიმდინარე რიგით მე-16 ფორუმში მონაწილეობას 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 600-ზე მეტი წარმომადგენელი იღებს. საქართველოდან ფორუმში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ და ასევე, ქართული ავიაკომპანია MY WAY Airlines  მონაწილეობენ.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა.

,,კალიარიზე მიმდინარე ფორუმის ფარგლებში ვხვდებით სხვადასხვა ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს. გვაქვს პრეზენტაციები საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ჩვენი აეროპორტებით კიდევ უფრო მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და ჩვენი პოტენციალი მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ”, – განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

CONNECT – მასშტაბური საერთაშორისო დონის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იმართება. 2018 წლის თებერვალში, რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძელი საქართველო იყო. #Connect2018 საავიაციო ფორუმი თბილისში ჩატარდა.

მსგავსი თემები