LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული „ანტრე“ ლონდონში, ნოთინგ ჰილზე იხსნება

187
10683441-800633699987480-7578619177714133697-o

ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. „ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანსიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.

როგორც თავად კომპანიაში აცხადებენ, „ანტრე“ თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.

ცნობისთვის, „ანტრე ლონდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით წარდგება, აქცენტი ქართულ ტრადიციულ კერძებზე და ღვინოზე გაკეთდება, სადაც ცნობილ ევროპულ კერძებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება უნიკალური ქართული სუფრის ელემენტები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები