LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ცა რეგულარული ფრენებისთვის 1-ლი ივლისიდან იხსნება – მორიგი NOTAM გამოიცა

402
FLIGHTS

საქართველო რეგულარული ფრენებისთვის 1-ლი ივლისიდან გაიხსნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მორიგი NOTAM-ები გამოსცა, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია 30 ივნისის ჩათვლით.

„რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა მოქმედებს 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით (30.06.20). NOTAM-ები (Notice to Airmen) კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ (აქტიურია 14.05.20-დან)” – აღნიშნულია სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, NOTAM (Notice to Airmen) არის ტელეკომუნიკაციის საშუალებით გავრცელებული შეტყობინება ოპერირების, მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები