დღეს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას ე.წ. შიდა კვლევის შედეგები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც გამოკითხული მოსახლეობის ხმები პარტიულ მონაცემებზე შემდეგნაირად გადანაწილდა – „ქართული ოცნება“ – 46,3%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 23,3%.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2020 წლის მონაცემებმა დაადასტურა, რომ ამ კვლევებს არჩევნების შედეგების პროგნოზირება მაღალი სიზუსტით შეუძლია. „ქართული ოცნება“ ვარაუდობს, რომ პარტია 50%-ზე მაღალ მხარდაჭერას მიიღებს.
პაპუაშვილის განცხადებით, სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა ამა წლის 2-8 აგვისტოს, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, გამოიკითხა 3446 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია დაასახელა 2728 რესპონდენტმა, ანუ გამოკითხულთა 79,2 პროცენტმა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 2,2 პროცენტს.
პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები კი შემდეგნაირად გამოიყურება:
ქართული ოცნება | 46,3 |
ნაციონალური მოძრაობა | 23,3 |
გირჩი – მეტი თავისუფლება | 5,3 |
საქართველოსთვის | 5,2 |
მოქალაქეები | 3,3 |
სტრატეგია აღმაშენებელი | 2,3 |
ლელო | 2,3 |
პატრიოტთა ალიანსი | 2,1 |
ევროპული საქართველო | 1,4 |
გირჩი | 1,2 |
ლეიბორისტული პარტია | 0,9 |
ერთიანი საქართველო | 0,8 |
სხვა პარტიები | 5,6 |
„შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ თბილისში ამომრჩეველთა ხმების 41,8 პროცენტი მიიღო. შესაბამისად, კვლევა გვიჩვენებს, რომ უკანასკნელ პერიოდში ჩვენი პარტიის რეიტინგი დედაქალაქში რამდენიმე პროცენტით გაიზარდა.
აქედან გამომდინარე, ჩვენი ვარაუდი, რომ ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი შეგვიძლია მივიღოთ, სავსებით საფუძვლიანია,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
კახა კალაძე – 66,2 % – ნიკა მელია – 33,8% – “ქართულმა ოცნებამ” შიდა კვლევის შედეგები წარადგინა