LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქართული ოცნება“ ტლაპოში გაჭედილი ვირივითაა და მთელი საქართველო ვაწვებით, რომ რამენაირად ამ ტალახიდან ერთი ნაბიჯი გადავადგმევინოთ“ – გიორგი ვაშაძე

170
გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერს გიორგი ვაშაძეს „ერთადერთი, რისი იმედიც აქვს არის ის, რომ იქნებ, ავანსად მაინც მოგვცენ კანდიდატის სტატუსი“. მისი განცხადებით, „ქართული ოცნება“ არის ტლაპოში გაჭედილი ვირივით და მთელი საქართველო ვაწვებით, რომ რამენაირად ამ ტალახიდან ერთი ნაბიჯი გადავადგმევინოთ“.

„მე ძალიან კარგად ვხედავ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ხედავენ საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილს გახდნენ ევროკავშირის წევრი. ძალიან კარგად ხედავენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფერი კავშირი არ აქვს ამ სურვილთან. დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს. ახლა რომ გითხრათ, ამ ერთ დღეში კიდევ რამე კანონის მიღებაა შესაძლებელი, მოგატყუებთ. ვნახოთ, 8 ნოემბერს დაველოდოთ, შემდგომ 15 დეკემბერს. ერთადერთი, რისი იმედიც მაქვს არის ის, რომ იქნებ, ავანსად მაინც მოგვცენ კანდიდატის სტატუსი და ჩვენი ამოცანა იყოს რუსული სისტემისგან ქვეყნის გათავისუფლება და ევროკავშირის მიმართულებით მკაფიოდ შემობრუნება.

პროცესს აზიანებენ ბერაიები, კობახიძეები, ალუდები, ღარიბაშვილები. ამიღეთ მათი განცხადებები. კახა კალაძის მთავარი განცხადება რა იყო? თუ არ მოგცემენ და თავისთვის დაიტოვონ კანდიდატის სტატუსიო. რა იყო კობახიძის განცხადება? რომ ჩალის ფასი აქვს. გარდა იმისა, რომ კანონები არ მიიღეს, რომელიც უნდა მიეღოთ.

ჩვენ მთავარი პირობა ხომ მივიღეთ ევროპელი პარტნიორებისგან, ხომ მივაღწიეთ იმას, რომ უარს საქართველო არცერთ შემთხვევაში არ მიიღებს. დანარჩენი, როგორი იქნება მოხსენებული ამ გადაწყვეტილებაში, ამას ვნახავთ“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის განცხადებით, წლინახევრის განმავლობაში მმართველი პარტიის მხრიდან საბოტაჟს ჰქონდა ადგილი, მათ შორის დაკავებებს და ევროპელ პარტნიორებზე თავდასხმებს.

„ვის ვალაპარაკებდი ხელისუფლებაში რომ ვიყო, ყველა პუნქტს შევასრულებდი კი არა, ახლა, კარებზე გვექნებოდა ატეხილი ბრახა-ბრუხი, რომ ყველაფერი გვაქვს დროზე მოგვეცით, კიდევ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მარტო კანდიდატის სტატუსი კი არა, დავეწიეთ უკრაინასა და მოლდოვას და გაწევრიანების მოლაპარაკებები დავიწყოთ“, – აცხადებს ვაშაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები