“სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ, როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატებს წაკითხულიც არ აქვთ კანონპროექტი და ისე აკეთებენ კომენტარს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ განაცხადა.
როგორც მან “ფორტუნას” ეთერში, გადაცემაში “დღის თემა” განმარტა, ეს მიუთითებს პოლიტიკურ მოტივზე მათი მხრიდან.
“ხელისუფლებისთვის მთავარია, რომ მათ მიერ მიღებული კანონი არ შეეხოს ბიძინა ივანიშვილს, დანარჩნი შეიძლება შეეხოს ყველას. ჩვენ პირდაპირ გვიწერია პარლამენტის რეზოლუციაში, ვინ არის ამ ქვეყანაში ერთადერთი ოლიგარქი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, თუმცა ვიმეორებ, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტში სახელი და გვარიც კი არ არის არავისკენ მიმართული. ამის მიზანია, შემდეგომში მოხდეს პრევენცია, რომ ოლიგარქიული მმართველობა ამ ქვეყანაში არ იყოს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის შესახებ ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა