LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ტურიზმის სექტორი მზად არის, სამოგზაუროდ ჩამოსულ უცხოელებს ვაქცინაცია-ტურები შესთავაზოს

76
e961d573410b034ed10d551273ab3b8f

ქართული ტურიზმის სექტორი მზად არის, სამოგზაუროდ ჩამოსულ უცხოელებს ვაქცინაცია-ტურები შესთავაზოს, – ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომლითაც ტურიზმის სექტორის ასოციაციები მთავრობას მიმართავენ.

კომერციული ვაქცინაცია ტურიზმის გადასარჩენად – წინასწარი მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ და კერძო სამედიცინო კომპანიები მზად ვართ, მაქსიმალურად რეალურ დროის ფარგლებში, ქვეყანაში შემოვიტანოთ ჩინური, ან თუნდაც რუსული კოვიდ ვაქცინის 100.000 ორმაგი დოზა, სახელმწიფოს ფინანსური დახმარება/მონაწილეობის გარეშე, ამისათვის გვესაჭიროება მხოლოდ ნებართვა.

ტურიზმის სექტორი მთავრობას: მზად ვართ ჩინური, ან რუსული ვაქცინა შემოვიტანოთ

"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს ვაქცინები ჯერ „ჯანმო-ს“ მიერ არ არის რეგისტრირებული"

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს ვაქცინები ჯერ „ჯანმო-ს“ მიერ არ არის რეგისტრირებული, ამიტომაც მათი გამოყენება საქართველოს მოქალაქეებისათვის არ მოხდება, განკუთვნილი იქნება მხოლოდ ინდუსტრიაში ჩაბმული პირებისთვის, მათი სურვილის და სრული პასუხისმგებლობის პირობით, ასევე მათი დამსაქმებლების თანხებით. ინდუსტრიაში მომუშავე ვაქცინირებული პირების არსებობა პირდაპირი სტიმულია უცხოელებისათის უსაფრთხო მოგზაურობის თვალსაზრისით. ამავდროულად, ჩვენ შეგვეძლება შევთავაზოთ ვაქცინაცია-ტურები ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, მოგეხსენებათ ევროპაშიც კი ყველას არ აქვს და უახლოეს პერიოდში არც ექნება ვაქცინაციის საშუალება, აღარაფერს ვამბობთ აზიის და პოსტსაბჭოთა ბევრ ქვეყანაზე, დარწმუნებული ვართ ბევრ ადამიანს ექნება სურვილი ტურისტად ჩამოვიდნენ და პარალელურად ვაქცინაციაც ჩაიტარონ. ეს პროცესი მოგეხსენებათ მინიმუმ 2 კვირიანია და შესაბამისად, ეს ტურებიც გრძელვადიანი და ყველასათვის მომგებიანი იქნება”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს სასტუმროების ქსელი „ინნ ჯგუფი“, გამყვანი ტურიზმის ასოციაცია, სასტუმროების ფედერაცია, „კა მენეჯმენტ გრუპი“, ტურ. კომპანია „კამერტონ თრეველი“, ტურ. კომპანია „იბერია ტურს პლიუსი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები