LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული წვენი ჩინეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტზე გავიდა

108
გგ

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული წვენი “კამპა” ჩინეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტზე გავიდა.

სააგენტოს ხელშეწყობით, კომპანიამ ჩინელ პარტნიორებთან ბიზნესკავშირები ჩინეთის უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე China Import Expo დაამყარა, ხოლო აზერბაიჯანელ შემსყიდველებთან მოლაპარაკებები Gulfood 2020-ზე შედგა, რომელიც 2020 წლის თებერვალში ქ. დუბაიში ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ ქართულმა კომპანიამ 20 ათასი ლიტრი წვენის ექსპორტი განახორციელა აზერბაიჯანში, ხოლო ჩინეთში 3 კონტეინერი გაიგზავნა და ასევე, დაგეგმილია ივნისის დასაწყისში დამატებითი 3 კონტეინერის ექსპორტზე გატანა.

ამ ეტაპზე, ქართული კომპანია “კამპა” მოლაპარაკებებს კატართან და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებთან აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები