თბილისის ყავის ქარხანა პრესტიჟულ, საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის სამეულში მოხვდა კატეგორიაში: ინოვაციური და ევროპული სტანდარტის ნაგებობა. პროექტის ავტორი ქართველი არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა.

თბილისის ყავის ქარხნის მშენებლობა ყავის კომპანია „მეამა“-ს დაკვეთით სამშენებლო კომპანია Unix Development-მა განახორციელა.

„სიახლე, რომელსაც ასე ელოდით – ArchDaily & Strelka Award კონკურსში Unix Development-ის მიერ აშენებული “ყავის ქარხანა” სამეულში მოხვდა. ,,მეამას” გამარჯვებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

ეს მთელი საქართველოს წარმატებაა, რადგან ქართული წარმოების ნაგებობა საერთაშორისო ასპარეზზეა. ასეთი შედეგის წყალობით მსოფლიო გაიცნობს ,,ყავის ქარხანას”, ხოლო საქართველოში არსებული შენობა ნაგებობები ისარგებლებს მეტი ნდობითა და რეპუტაციით.

სამეულიდან გამარჯვებულის სტატუსს განსაზღვრავს ჟიურის გადაწყვეტილება“, – აცხადებენ Unix Development-ში.

ცნობისთვის, საერთაშორისო კონკურსის ArchDaily & Strelka Award-ის გამარჯვებული 10 სექტემბერს გამოვლინდება.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05