LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ყველის ფესტივალი 6 ნოემბერს გაიმართება

150

ვარდების მოედანზე 6 ნოემბერს, 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე ქართული ყველის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ, დააგემოვნონ და შეიძინონ ყველის მწარმოებელი 45 ადგილობრივი კომპანიის 60-ზე მეტი სახეობის პროდუქცია.

ღონისძიება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და ორგანიზებით ტარდება.

როგორც ”ფორტუნას” სამინისტროდან აცნობეს, ფესტივალზე მთლიანად ადგილობრივი წარმოების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

ამის მიუხედავად, ფესტივალზე ყველის უცხოური სახეობებსაც შეხვდებით, რომელიც ქართული რძით და ადგილობრივი კომპანიების მიერაა დამზადებული.

ქართული ყველის ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინისა და თაფლის ნაირსახეობებიც.

ფესტივალის პარალელურად გაიმართება კონცერტები. მუსიკოსები საფესტივალო განწყობას როგორც ხალხური, ასევე თანამედროვე სიმღერებით შექმნიან.

 

 

პოპულალურები