LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი შავ პიჯაკებსა და შლაპებში (ფოტო)

1002
megan-midlton-come-back

11 ნოემბერს დიდ ბრიტანეთში ერთა მეგობრობის დღე აღნიშნეს, რომელიც ყველა იმ ჯარისკაცს მიაგებს პატივს, ვინც სამხედრო კონფლიქტში დაიღუპა. ამ დღეს ტრადიციისამებრ განსაკუთერბულად აღნიშნავენ სამეფო ოჯახის წევრები.  მიმდინარე პროცესიას თვალს აივნიდან დედოფალი ელისაბეტი, ქეით მიდტლონი და მეგან მარკლი ადევნებდნენ.

საინტერესოა, რომ კემბრიჯისა და სასექსის ჰერცოგონიები სხვადასხვა აივნებზე გამოჩნდნენ. ამ დღეს ქეით მიდლტონმა და მეგან მარკლიმ აქცენტი შავი ფერის სამოსზე გააკეთეს. ქეითი „ალექსანდრე მაქკუინის“ შავი ორბორტიანი პიჯაკით, შლაპითა და ვუალით გამოჩნდა. შედარებით დიდი ზომის შავ შლაპასა და კლასიკური შავი ფერის პიჯაკზე გააკეთა ქცენტი მეგანმა.

სამეფო ოჯახის ყველა წევრს ამ დღის სიმბოლო, წითელი ბროში ამშვენედა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები