LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეით მიდლტონი, დედოფლის ხსოვნის დღეზე, ორი წლის წინანდელ პალტოსა და ელისაბედის ნაჩუქარ საყურეებში გამოჩნდა

275
ქეით-მიდლტონი

დედოფალ ელისაბედის გარდაცვალებისადმი მიძღვნილი სპეციალურ წირვა წმინდა დევიდის ტაძარში გაიმართა, რომელიც უელსში მდებარეობს.  ამ დღეს ქეითი და პრინცი უილიამი ტაძართან შეკრებილ ხალხს შეხვდნენ, ხოლო მოგვიანებით, წირვაზე გადაინაცვლეს.

ქეით მიდლტონი „ეპონინის“ იმ კაბა-პალტოში იყო გამოწყობილი, რომელიც ორი წლის წინ, საშობაო ღონისძიებაზე ეცვა. ბორდოსფერი ანსამბლი მან „მალბერის“ კლატჩსა და „ჯავნიტო როსის“ ფეხსაცმელს შეუხამა. ქეითს დედოფლის ხსოვნისადმი პატივსაცემად, მარგალიტის საყურეები ეკეთა, რომელიც მას ელისაბედმა უსახსოვრა.

„კეტრინ უოლკერის“ პალტო, პრინცესა დაიანას საყურე და დედოფლის ყელსაბამი – ქეით მიდლტონი ედინბურგის ტაძარში

სტილის დედოფალი – ქეით მიდლტონი უიმბლდონზე „ბალმეინის“ სალათისფერ პიჯაკში გამოჩნდა

უელსის პრინცესა „ალექსანდრ მაკქუინის“ წითელ კაბასა და „ფილიპ ტრეისის“ ელეგანტურ შლაპაში გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g