LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კეტრინ უოლკერის“ პალტო, პრინცესა დაიანას საყურე და დედოფლის ყელსაბამი – ქეით მიდლტონი ედინბურგის ტაძარში

356
ქეით-მიდლტონი

ბრიტანეთის მეფის კორონაციისადმი მიძღვნილი ცერემონიალი ამჯერად ედინბურგის ტაძარში გაიმართა, სადაც მეფე-დედოფალთან ერთად, თავი მოიყარეს სამეფო ოჯახის სხვა წევრებმაც.

ცხადია ღონისძიების მასპინძლებს შორის იყვნენ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონიც. ამ დღეს უელსის პრინცესა „კეტრინ უოლკერის“ ლურჯი ფერის პალტოში იყო გამოწყობილი, ანსამბლს მან „ფილ ტრეისის“ შლაპა შეუხამა, ხოლო სამკაულის სახით, მას პრინცესა დაიანას საყურეები და დედოფალ ელისაბედის ყელსაბამი ეკეთა. ამ ლუქით ის აქამდე ორჯერ გამოჩნდა, ერთხელ სააღდგომო წირვაზე, მეორედ თანამეგობრობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

სტილის დედოფალი – ქეით მიდლტონი უიმბლდონზე „ბალმეინის“ სალათისფერ პიჯაკში გამოჩნდა

უელსის პრინცესა „ალექსანდრ მაკქუინის“ წითელ კაბასა და „ფილიპ ტრეისის“ ელეგანტურ შლაპაში გამოჩნდა

საზაფხულო კაბაში გამოწყობილი ქეით მიდლტონის დაუვიწყარი ემოციები ბავშვთა ცენტრში ვიზიტის დროს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები