ქეთა თოფურიამ „ა-სტუდიოს“ შემადგენლობაში კონცერტები განაახლა. მომღერალმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოები, რომლებიც ერთ-ერთ კონცერტზეა გადაღებული. ზემოხსენებული ღონისძიება ყირგიზეთში ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ ქეთა თოფურია ომის დაწყების შემდეგ სცენაზე პირველად გამოვიდა. მანამდე მედია აქტიურად წერდა, რომ მისი ჯგუფი მარტის დასაწყისში კრემლის სასახლეში ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო, მაგრამ პირადი პრობლემების გამო ქეთამ მაშინ კონცერტის ორგანიზატორები უარით გაისტუმრა.