რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია ამჟამად იტალიაში იმყოფება.
ქეთამ 20 ივლისს, კუნძულ კაპრიზე მდებარე მდიდრულ სასტუმროში „Capri Palace Jumeirah“ იტალიელ ტენორ ანდრია ბოჩელთან ერთად იმღერა. კადრები ღონისძიებიდან ქეთამ საკუთარ “ინსტაგრამზე” გაავრცელა.
როგორც ჩანს, ქეთა ულამაზეს ადგილას იმყოფება და საკუთარი გამომწერებსაც შესანიშნავი მასალით ანებივრებს.
ამასთან, უნდა ითქვას, რომ ცნობილი მომღერლის ჩაცმის სტილი, კიდევ ერთხელ იპყრობს საზოგადოების ყურადღებას.