რეჟისორი ქეთი დოლიძე ბრიტანეთის დედოფლის გარდაცვალებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ პატიოსანი პოლიტიკოსების ძალიან დიდი ეპოქა დასრულდა.
„ის არ იყო მხოლოდ დედოფალი, არ იყო მოჩვენებითი სამეფო გვარის წარმომადგენელი, ის იყო მართლა დედოფალი, დიდი დედოფალი.. ყველა თავისი ქვეყნის ბედნიერება და უბედურება, ომი განსაცდელი, ძალიან ღირსეულად გადაიტანა.
ძალიან კეთილგანწყობილი იყო ჩვენს მიმართ. ვიცი, რომ ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძესთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
რომ დავფიქრდეთ, ფაქტობრივად ეპოქა დაიხურა. მე მონარქისტი ვარ, მიყვარს მონარქია. მიყვარს, რომ ბრიტანელები საუკუნეების მანძილზე არ ცვლიან ბევრ რამეს.
ყველაზე მთავარი, რაც მინდოდა მეთქვა არის ის, რომ ელისაბედს თავისი ქვეყანა უყვარდა და იმდენად უყვარდა შოტლანდიაც, რომ ღმერთმა ასე ინება და შოტლანდიაში მისთვის უსაყვარლეს სასახლეში გარდაიცვალა“. – ამბობს ქეთი დოლიძე „ფორმულასთან“ საუბრისას.
პრინცი ჩარლზი დიდი ბრიტანეთის მეფე გახდა
დედოფალ ელისაბედ II-ს სავარაუდოდ, 10-11 დღეში დაკრძალავენ
მეფე ჩარლზი დედის გარდაცვალების შემდეგ საგანგებო განცხადებას ავრცელებს