LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი მერკვილაძე ცნობილი სიმღერის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე საჯაროდ პირველად საუბრობს: „მომიტანა როგორც დიდი პოპულარობა, ამავდროულად დიდი გულისტკივილიც..“

1174
BeFunky-collage (7)

მომღერალმა ქეთი მერკვილაძემ გადაცემაში “სიკეთე მარტივია” პირადზე, ოჯახურ ტრაგედიაზე და ცნობილი სიმღერის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე ისაუბრა.

“15 წლის ვიყავი, როცა მამა მიხვდა, რომ შემიძლია სიმღერა და გამოვედი სცენაზე. ძალიან კარგად მიმიღეს, მაყურებლის მოწონება დავიმსახურე.პირველი ალბომი 1993 წელს გამოვეცი და დიდი ტირაჟით გაიყიდა. მამაც მიხვდა, რომ მე უკვე აღარ ვიქნებოდი არქიტექტორი და ფსიქოლოგი და რომ უნდა გავყოლოდი ამ პროფესიას. რაც შეეხება სიმღერა – ქალს, ეს უკვე იყო პოპულარობის მეორე ეტაპი. მამა, როგორც [ჩემი] პროდიუსერი, ძალიან მკაცრი, მომთხოვნი და უკომპრომისო იყო. აკრძალვებს რაც შეეხება, ფაქტობრივად, არსად არ მიშვებდა. მის გარეშე არსად დავდიოდი. მახსოვს, გზაში მაჩერებდნენ, მომყვებოდა ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე უკან.. გაცილებას, ტელეფონის ნომერს მთხოვდა. დაცვა მამაჩემი იყო. ყურადღების ცენტრში ყოფნა არ არის ყოველთვის კომფორტული. დღევანდელ დღეს ხომ საერთოდ სასწაული ხდება..

სიმღერამ “ქალს” მომიტანა როგორც დიდი პოპულარობა, ამავდროულად ძალიან დიდი გულისტკივილი და იმედგაცრუებაც. მამა ყოველთვის ეძებდა მასალას ანუ რა შეიძლება გაგვეკეთებინა – ახალი სიმღერა. საინტერესო ტექსტი, კარგი მელოდია. სულ ძიებაში იყო და ამ პროცესში მისმა ერთ-ერთმა ნაცნობმა უთხრა, რომ არის ასეთი ავტორშემსრულებელი, რომელსაც აქვს სიმღერები და მოდი, აბა მოუსმინე. ეს ავტორშემსრულებელი იყო მაია კვატაშიძე. როგორც მახსოვს მე და მამა მივედით მასთან სახლში, რამდენიმე სიმღერას მოვუსმინეთ. მითხრა, რომ მამა, ეს სიმღერა მომწონს და მოდი, გავაკეთოთო.

სიმღერა – “ქალს, მშვენიერ ქალს”, ვფიქრობდი, რომ ზრდასრულ ქალს უნდა ემღერა. მამამ მითხრა, რომ დამიჯერე ძალიან კარგად გავაკეთებთო. მამამ მოიფიქრა არანჟირება, გიტარით რომ მემღერა, ესეც მისი იდეა იყო. ავტორს სთხოვა, რომ ტექსტში შეეტანა კორექტივები. ერთობლივად გადაკეთდა ტექსტი. ეს ყველაფერი რომ შეიკრა, ხალხმა აიტაცა და ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურება. ამას მოჰყვა ბევრი კონცერტი, ინტერვიუ, მიწვევა.

გავიდა წელიწადი და სიმღერის ავტორს რატომღაც გაუჩნდა ასეთი აზრი, რომ მისი უფლებები იყო დარღვეული. კონფლიქტის შემდეგ, რაღაც პერიოდი ჩვენ კომუნიკაცია არ გვქონია. როგორც ინტერვიუებიდან გავიგე, ჰქონდა სურვილი, რომ მუდმივად გაჟღერებულიყო მისი სახელი. თავის დროზე ეს სიმღერა მაჩუქა. მამამ შესთავაზა, რომ შეეძინა, მაგრამ მან თქვა რომ ეს იყო საჩუქარი.

სადაც იყო ამის საჭიროება, ყველგან აღვნიშნავდი მის სახელს. მან გვიჩივლა. პრესიდან გავიგეთ. ეს მართლა არასასიამოვნო სიურპრიზი იყო. მამას ძალიან ეწყინა, დიდი შრომა ჰქონდა ამ სიმღერაში ჩადებული. სასამართლო პროცესზე მოხდა შეთანხმება, რომ მისი ნებართვის გარეშე, აღარ შევასრულებდი ამ სიმღერას. რამდენიმე წელი მართლაც არ შემისრულებია ეს სიმღერა. წლები გავიდა, ისიც დაფიქრდა და ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ კონფლიქტი არცერთი მხარისთვის იყო მომგებიანი.

ბოლოს შევიძინე ეს სიმღერა. მაქვს ამ სიმღერის შესრულების უფლება. ფინანსურადაც დავაკმაყოფილე ავტორი”, – განაცხადა ქეთი მერკვილაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g