LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში, 14 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ბაბუას პატიმრობა შეეფარდა

102
ბაბუას პატიმრობა შეეფარდა

ქობულეთში, 14 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე, დაკავებული ბაბუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. როგორც სოლომონ ცეცხლაძის მოსამართლემ, ვიოლეტა ფორჩხიძემ განაცხადა, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რადგან ბრალდებულის მხრიდან მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს.

დაცვის მხარე სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების სახით 10-ათას ლარიან გირაოს სთავაზობდა, რომელიც მოსამართლემ არ გაითვალისწინა. ბრალდებულ 76 წლის სოლომონ ცეცხლაძეს 14 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გამოძიება სამ ეპიზოდს ედავება.  დაცვის მხარე მიაჩნევს, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება დაუსაბუთებელია და ბრალდებული სოლომონ ცეცხლაძე მხოლოდ ერთ ეპიზოდს აღიარებს.

წინასასამართლო სხდომა 6 აპრილს, 14:00 საათზე ბათუმის საქალქო სასამართლოში გაიმართება. შეგახენებთ, 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 23 წლის ნიკა ტაკიძე. მას გამოძიება სექსუალურ ძალადობასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავება.

პოლიციამ ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუა დააკავა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები