ქორწილის, ქელეხის და სხვა მსგავის ღონისძიებების გამართვაზე კონტროლი მკაცრდება.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ პირველ შემთხვევაში კვების ობექტი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, მსგავსი ფაქტის გამეორების შემთვევაში კი ობიექტი დაილუქება.
“კვების ობიექტების მუშაობა შეზრუდულია 00:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა.
მსგავსი ღონისძების მასპინძლობისთვის კვების ობიექტები თუ სხვა სარიტუალო დარბაზები მფლობელები პირველ ჯერზე დაჯარიმდებიან ათი ათასი ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში მოხდება შესაბამისი ობიექტის დალუქვა.” – თქვა ღიბრაძემ.