LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისი-ვარშავის რეისის „WizzAir“-ის თვითფრინავი, ბომბის შესახებ ინფორმაციის გამო, რუმინეთში ექსტრემალურად დაეშვა

1183

ავიაკომპანია „WizzAir“-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომელიც ქუთაისიდან პოლონეთის დედაქალაქის მიმართულებით მიფრინავდა, ბუქარესტის აეროპორტში ექსტრემალური დაშვება განახორციელა. ამის მიზეზი ბორტზე ბომბის შესახებ არსებული ინფორმაცია გახდა. ინფორმაციას რუმინული ტელეარხი „Digi-24 ავრცელებს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ თვითმფრინავი დაეშვა, სამართალდამცველები მის ბორტზე ბომბს ეძებენ, მათ შორის მგზავრების ბარგშიც. ლაინერის ბორტზე 173 მგზავრი იმყოფებოდა. ყველა მათგანის ევაკუაცია განხორციელდა.

რუმინეთის ინფორმაციის სამსახურის ცნობით, აეროპორტში კრიზისული საბჭო შეიქმნა. ადგილზე მივიდნენ სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მანქანები, ასევე გამნაღმველები. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ინფორმაცია ქუთაისის აეროპორტში შევიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები