LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის აეროპორტში 400 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი აშენდება

161
ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დამატებით 400 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი აშენდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2023 წელს ქუთაისის აეროპორტში დაგეგმილია მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის მთლიანი საინვესტიციო ბიუჯეტი 47 მილიონი ლარი იქნება.

“პროექტის ფარგლებში დასრულდება 3,5 კმ-იანი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის პროექტირება, განხორციელდება სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქნის გეგმიური რეაბილიტაცია, აშენდება დამატებით 400 ავტომობილზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი; განახლდება და დამონტაჟდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შუქსასიგნალო სისტემები”, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. მთავრობის მეთაურმა სამუშაო თათბირზე 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები მიმოიხილა. შეხვედრაზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

„აღინიშნა, რომ 2023 წელს დასრულდება მუშაობა თბილისის აეროპორტის გენერალური განვითარების გრძელვადიან გეგმაზე, მათ შორის, ახალი ტერმინალისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ხაზი გაესვა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის მზარდი დინამიკის უზრუნველყოფისთვის თბილისისა და სხვა აეროპორტების განვითარების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“, – წერია მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ რელიზში.