ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, 24-25 ივლისს მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი ხელჩანთების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 190.78 გრამი) აღმოაჩინეს.

საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 14,871 ლარი შეადგინა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 14,871 ლარის ოდენობით შეეფარდათ,” – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები