საქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. დღეის მონაცემებით ქვეყანაში კოვიდინფექცია 456-მა პაციენტმა დაამარცხა. მათ რიცხვშია ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს პაციენტები, სადაც დღეს კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა განაცხადა.

თეიმურაზ ნადირაძის განმარტებით, კლინიკაში ამ დროისათვის მხოლოდ ერთი კორონავირუსით დაავადებული პაციენტი ჰყავთ, რომლის გამოჯანმრთელებასაც უახლოეს დღეებში ელოდებიან.

ექიმის თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაეწერა და ის კლინიკას დღესვე დატოვებს.

 

ლიკა შამათავა
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05