LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის პარლამენტის შენობის შენახვა 690 ათასი დაგვიჯდა

130
1508235721

ქუთაისში პარლამენტის აშენება 2012 წელს დასრულდა და 326 მილიონი ლარი დაჯდა. ახლა შენობა უფუნქციოდაა.

ამის მიუხედავად, მის შენახვაში წელიწადში საშუალოდ 1.2 მილიონ ლარს ვხარჯავდით – ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს.

2019 წელს, 8 თვეში, უფუნქციო შენობის კომუნალურ გადასახადებში უკვე თითქმის 690 000 ლარი გადავიხადეთ.

ეს მაშინ, როცა წელს სულ ქუთაისში ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე 400 ათასი და საზოგადოებრივ ჯანმრთელობასა და უსაფრთხო გარემოზე 150 ათასი ლარია გათვლილი.

ბოლო ინფორმაციით, ქუთაისში პარლამენტის ყოფილი შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გადაეცეს, თუმცა კონკრეტულად რა ფუნქციას შეიძენს ის და როდის, უწყებაში არ იციან.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გასულ წელს პარლამენტის თბილისში გადატანა საკანონმდებლო ინსტიტუტის გაძლიერებით და დანახარჯების შემცირებით ახსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები