LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში განვადებით მშენებლობის პროგრამა იწყება – „20 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება”

151
ipiccy_image

განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას ვიწყებთ – სამუშაოების დაწყება ჩვენ წელსვე გვინდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი განაცხადა და დასძინა, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დამატებით, 20 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„ჩვენ ინიციატივა დავამუშავეთ, რომელიც მე რამდენიმე კვირის წინ გავაჟღერე. ეს ეხება ზოგადად, ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას და ჩვენ დღეს უკვე ვიწყებთ განვადებით მშენებლობის მასშტაბურ პროგრამას. სამუშაოების დაწყება ჩვენ წელსვე გვინდა და 3-დან 4 წლამდე, დაახლოებით, 3 წელში გვინდა, რომ ყველა სამუშაო დასრულებული იყოს. დაფინანსების ჯამური მოცულობა დაახლოებით 2.5, შეიძლება 2.3 მილიარდი ლარიც იყოს. ჩვენ ამ ეტაპზე 2 მილიარდი ლარით დავიწყებთ. ეს თანხა იქნება ხელმისაწვდომი კომპანიებისთვის.

ჩვენ სამშენებლო სექტორს შევთავაზებთ, რომ ჩვენი გარანტირებული დაკვეთით დამატებითი ფინანსური რესურსი მოიზიდონ და ამ პროგრამაში ჩაერთონ. ვფიქრობ, ეს იქნება უნივერსალური გადაწყვეტილება. ერთის მხრივ, ჩვენ დაგეგმილ პროექტებს ვადაზე ადრე განვახორციელებთ, მეორეს მხრივ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდას დაეხმარება. ასევე, ბიზნესისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება,“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები