LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში კომპანიების 32%-მა ყველა დასაქმებულს ხელფასი სრულად შეუნარჩუნა

80
18974757861

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ COVID-19-ის ბიზნესზე გავლენის კვლევის მეორე ეტაპის შედეგები გამოაქვეყნა.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული კომპანიების 53% დასაქმებულთა რაოდენობას შეინარჩუნებს, 31%-ს უჭირს პასუხი, კომპანიების 9 % შემცირებას პროგნოზირებს, ხოლო 7% -ს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის მოლოდინი აქვს.

ამავე კვლევის მიხედვით, კომპანიების 43%-მა დასაქმებულებს ხელფასი უკვე შეუმცირა, კომპანიების 32%-მა ყველა დასაქმებულს ხელფასი სრულად შეუნარჩუნა, დასაქმებულების 20% სრულად ან ნაწილობრივ იმყოფებიან უხელფასო შვებულებაში, ხოლო კომპანიების 5%-მა სრულად, ან ნაწილობრივ დაითხოვა თანამშრომლები სამსახურიდან.

მიუხედავად პრობლემებისა, საქართველოში კომპანიათა 50% არ აპირებს საქმიანობის შეჩერებას

გაიგეთ, თუ რა ტიპის დახმარებას ითხოვს ბიზნესი და რა აჩვენა კვლევამ

კვლევა ჩატარდა 2020 წლის ივნისში, საგანგებო მდგომარეობის / ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის შემდეგ და წარმოადგენს ორეტაპიანი გამოკითხვის დასკვნით ნაწილს.

კვლევაში მონაწილეობა 1 553 ბიზნეს სუბიექტმა მიიღო, ძირითადად მცირე და საშუალო მეწარმეებმა საქართველოს რეგიონებიდან. გამოკითხულთა 89% რეგიონულ ბიზნეს, ხოლო 97% მცირე და საშუალო მეწარმეებს წარმოადგენს. კვლევაში 50 -მდე სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები