LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის, ამ პროცესშიც ხშირია ინფიცირება: ეკატერინე ტიკარაძე

98
ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება.

მისი თქმით, სამინისტრო სხვადასხვა ქვეყანას აკვირდება, რომელიც ძალიან წარმატებული იყო იმუნიზაციაში, თუმცა იქ ინფექციის გავრცელება მაინც არის.

„ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ პანდემიას ვებრძოლოთ, არის თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცია, ხოლო იმუნიზაცია არის ის დამატებითი ბენეფიტი, რომელიც თითოეულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და ეს პროცესი საქართველოში დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალხარისხოვანი ვაქცინით და თქვენ ხედავთ, რომ მოსახლეობას ამისთვის ხელმისაწვდომობა აქვს. ყველაზე ეფექტური მართვა არის, როდესაც საზოგადოებას გააჩნია მაღალი თვითორგანიზების უნარი,“ – განაცხადა მინისტრმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები