LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში პური და საწვავი გაძვირდა

96
ipiccy-image

ქვეყანაში პური და საწვავი, დაახლოებით, 10 თეთრის ფარგლებში გაძვირდა. პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, პურის ფასმა 10-15 თეთრით მოიმატა, ფქვილის სუბსიდირების პროგრამის ამოწურვაა. როგორც დოლიძე განმარტავს, პურის ფასი ზრდის მიმართულებით 10-მდე მსხვილმა მწარმოებელმა დააკორექტირა.

„სუბსიდირება დასრულდა, შესაფუთი მასალები გაძვირებულია, ამ ყველაფრის ფონზე მსხვილი კომპანიები იძულებული გახდნენ ფასები გაეზარდათ” – აღნიშნა მალხაზ დოლიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას.

რაც შეეხება საწვავს, მისმა ფასმა არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 10 თეთრით, ბრენდირებულ სადგურებზე კი – 7 თეთრით მოიმატა.

ფასის მატების პარალელურად ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ინიციატივით გამოდის. გაერთიანებაში ფიქრობენ, რომ ვითარების დასტაბილურება ე.წ მცოცავი აქციზის გადასახადის შემოღებით არის შესაძლებელი. „უნდა განვსაზღვროთ ღირებულების მაქსიმალური წერტილი, რომლის შემდეგაც აქციზი შემცირდება დროებით, ვითარების დასტაბილურებისთანავე კი ისევ საჭირო ნიშნულს დაუბრუნდება. როცა პლაცის ფასი კრიტიკულად მაღალი იქნება, მაშინ ამოქმედდეს შეღავათის ბერკეტი,“ – განუმარტეს ასევე “ბიზნესპარტნიორს” ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები