ყაზახეთში მთავრობა გადადგა. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით პირველი ვიცეპრემიერი ალიხან სმაილოვი შეასრულებს, ხოლო გადამდგარი მინისტრები მოვალეობის შემსრულებლად დარჩებიან მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.
ნავთობით მდიდარი ქვეყნის მთავრობამ სამშაბათს თხევადი ბუნებრივი აირის ფასის მატების შესახებ განცხადება გაავრცელა, რამაც მანგისტაუს რეგიონში, შემდეგ კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია.