2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 959.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.1 პროცენტით მეტია.

საქსტატის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია ექსპორტის, ხოლო შემცირებულია იმპორტის მაჩვენებლები. უფრო კონკრეტულად, 2019 წლის იანვარ-მაისში ექსპორტი 1 466.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (14.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 3 492.8 მლნ. აშშ დოლარს (3.6 პროცენტით ნაკლები).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-მაისში, 2 026.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.9 პროცენტია. ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7 პროცენტით გაიზარდა და 938.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

2019 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელდა 360.9 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი, რაც 22.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 24.6 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობამ 885.8 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (11.5 პროცენტით ნაკლები) და მთლიანი იმპორტის 25.4 პროცენტი შეადგინა. სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1 246.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 3.9 პროცენტით ჩამორჩება. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-მაისში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 25.9 პროცენტით განისაზღვრა.

2019 წლის იანვარ-მაისში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებულია 748.7 მლნ. აშშ დოლარის საქონელი, რაც 28.3 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 51.1 პროცენტს შეადგენს. იმპორტის მოცულობა 951.3 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა (13.2 პროცენტით ნაკლები), რაც მთლიანი იმპორტის 27.2 პროცენტია. სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 1 700.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.3 პროცენტით მეტია. რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2019 წლის იანვარ-მაისში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავ აჭრო ბალანსში 10.0 პროცენტი იყო.

2019 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (218.7 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (168.8 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (119.1 მლნ. ა შშ დოლარი).

2019 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (595.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (349.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (347.9 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარ-მაისში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 261.1 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 17.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები, 207.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 14.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 136.7 მლნ. ა შშ დოლარით (9.3 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 277.9 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 8.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილები 248.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრანტები, 236.0 მლნ. ა შშ დოლარით (იმპორტის 6.8 პროცენტი).

მსგავსი თემები