LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსული ჩვევა მოწიონ კოშკთან მათ საბოლოოდ გაანადგურებს” – არესტოვიჩი ყირიმში მომხდარ აფეთქებაზე

1344
aleksei-arestovichi_w_h

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ავიადრომზე აფეთქებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“რუსული ჩვევა მოწიონ კოშკთან მათ საბოლოოდ გაანადგურებს.

რა არის შემდეგ ანბანში?

ბ — ბელგოროდი, ვ — ვორონეჟი, კ — კრიმი (ყირიმი), .

კ — კრემლისთვის მოვემზადოთ?”, – წერს არესტოვიჩი სოციალურ ქსელში.

რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ საკის მახლობლად სამხედრო აეროდრომის მიდამოში აფეთქებები მოხდა.

საკის სამხედრო აეროდრომი, საკის რაიონის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს, რომელიც გამოიყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის – თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის. გამოწვეული ხანძრის შედეგად იწვის საბრძოლო მასალის საწყობები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ საკის აეროდრომის ტერიტორიაზე, შეფუთულ შესანახ ობიექტზე, რამდენიმე საავიაციო საბრძოლო მასალის დეტონაცია მოხდა. რუსეთი ასევე აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, აეროდრომზე საავიაციო ტექნიკა არ დაზიანებულა.

“შეგახსენებთ, კრაისერი “მოსკოვი” თავიდან “არ იძირებოდა” – გონჩარენკოს სარკასტული პოსტი ყირიმში მომხდარ აფეთქებაზე

ვერეშუკი: აფეთქებები ნოვოფედორივკაში კიდევ ერთი შეხსენებაა, თუ ვისია ყირიმი. ის უკრაინაა!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g