LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეგახსენებთ, კრაისერი “მოსკოვი” თავიდან “არ იძირებოდა” – გონჩარენკოს სარკასტული პოსტი ყირიმში მომხდარ აფეთქებაზე

210
BeFunky-collage (2)

რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქალაქ საკის მახლობლად სამხედრო აეროდრომის მიდამოში აფეთქებები მოხდა, გამოწვეული ხანძრის შედეგად იწვის საბრძოლო მასალის საწყობები.

აღსანიშნავია, რომ ყირიმში აფეთქებები ოკუპანტების საჰაერო ბაზაზე მოხდა, საიდანაც თვითმფრინავები  ზაპოროჟიეს, ნიკოლაევისა და ხერსონის რეგიონების დასაბომბად მიფრინავდნენ.

“შეგახსენებთ, რომ კრეისერი “მოსკოვი” თავიდან არ იძირებოდა”, – დაწერა სოციალურ ქსელში უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსი გონჩარენკომ.

საკის სამხედრო აეროდრომი, საკის რაიონის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს, რომელიც გამოიყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის – თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის.

რუსეთი კი ირწმუნება, რომ ყირიმში, საკის აეროდრომზე საბრძოლო მასალის დეტონაცია მოხდა

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g