LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ასაკის თაობა ეძებს საქართველოში სამსახურს ყველაზე აქტიურად – ახალი ვებპლატფორის ხედვები

146
236480230_0_62_1999_1192_600x0_80_0_0_e24b12574d97b1e029bc95419c960c29

Awork – ქართულ ბაზარზე ახალი ვებპლატფორმა გამოჩნდა, რომელიც სამუშაოს მაძიებლებსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს. კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, ბიზნესპროფილის მეშვეობით ციფრულად მართონ HR პროცესები, ხოლო მომხმარებლები მარტივად აღმოაჩენენ ვაკანსიებს და პლატფორმიდან გაუსვლელად აგზავნიან აპლიკაციას. Awork -ის შესახებ „ბიზნესნიუსის“ ეთერში მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი რაზმაძემ ისაუბრა.

„ჩვენი სტარტაპი სულ რაღაც ერთი თვეა, რაც ბაზარზეა წარმოდგენილი. მისი შექმნის მთავარი მიზანი იყო, რომ გაგვემარტივებინა რეკრუტინგის ციკლი ყველა ჩართული მხარისთვის, როგორც სამუშაოს მაძიებლებისთვის, ასევე ბიზნესისთვის. სწორედ ამიტომ, გამოვკვეთეთ ის პრობლემები, რასაც აწყდება ყოველდღიურად ორივე მხარე და მათ ამ პრობლემების გადაწყვეტა შევთავაზეთ. შესაბამისად, სამუშაოს მაძიებელს შესაძლებლობა აქვს, რომ ჩვენს საიტზე ძალიან მარტივად იპოვოს სასურველი ვაკანსია, ასევე რუკაზე აღმოაჩინოს სურვილისამებრ, შექმნას თავისი პროფილი, სადაც შესაძლებლობა აქვს ატვირთოს სამოტივაციო ვიდეოც, რომ უკეთ გააცნოს თავისი თავი დამსაქმებელს, ან ალტერნატიულად, CV-ის ატვირთვის შემდეგ, მარტივად შეძლოს აპლიკაციის გაგზავნა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ჩვენს მომხმარებლებს არ უწევთ საიტის დატოვება იმისათვის, რომ რომელიმე კონკრეტულ ვაკანსიაზე თავიანთი აპლიკაცია გააგზავნონ, რაც ერთი მხრივ დროსაც ამცირებს და მეორე მხრივ, ინფორმაციის აგრეგირებას ახდენს პროფილში, შესაბამისად, აპლიკანტმა ყოველთვის იცის, სად გააგზავნა, როდის გააგზავნა აპლიკაცია. რაც შეეხება ბიზნესის ნაწილს, მას თავისი ბიზნესპროფილი აქვს, სადაც მაქსიმალურ კომფორტს ვთავაზობთ, რომ ერთ სივრცეში გამოაცხადოს სასურველი ვაკანსია და აპლიკანტების მენეჯმენტიც ამავე სივრცეში მოახდინოს, სხვადასხვა ფილტრების, სტატუსების მინიჭებით და ანალიტიკა აწარმოოს, რაც კიდევ უფრო ამარტივებს შემდგომში დაგეგმარებისა, თუ კადრის მოძიების მთლიან ციკლს“, – აღნიშნა გიორგი რაზმაძემ.

მისივე განმარტებით, Awork -ის მომხმარებლები ძირითადად მაინც ახალგაზრდები არიან, 20-დან 27 წლამდე. „არიან, ასევე უფრო დაბალი ასაკის მქონე ადამიანები, რომლებიც უნივერსიტეტებში არიან და დროებით სამუშაოს ნახევარ განაკვეთზე ეძებენ“, – დასძინა Awork -ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ქართულ ბაზარზე ახალი ვებპლატფორმა – Awork გამოჩნდა, რომელიც სამუშაოს მაძიებლებსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები