LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა დაგვაკლო თბილისის მერმა? თუნდაც ერთი ცალი ასახვევი” – თბილისის ქუჩები პარალიზებულია

261
b4525836-0901-41b1-82af-3bf901d12060-640

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო/ვიდეო მასალა, რომელიც თბილისშია გადაღებული.

“თქვენც დგახართ საცობში?“ – ვიდეოს “ჩემი ქალაქი მკლავს“ ავრცელებს. როგორც კადრებში ჩანს, ცენტრალურ ქუჩებში საცობებია და ქალაქი პარალიზებულია.

ამ ფაქტს არაერთი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.

“ახლა ვინც ჭავჭავაძეზე დგახართ მანქანით და აბაშიძისკენ მიდიხართ ყველა მეცოდებით, ხალხნო, ყველა. თქვენ ხართ წმინდანები სიცოცხლეშივე. თქვენი მოწამეობრივი ცხოვრება ისტორიას შერჩება. რა დაგვაკლო თბილისის მერმა? თუნდაც ერთი ცალი ასახვევი. ერთი ცალი”, – წერს ჟურნალისტი ვიკა ბუკია ფეისბუქში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები