LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ფილოსოფია აქვს სიყვარულთან დაკავშირებით ოთხჯერ განქორწინებულ გიორგი გურგულიას

449
giorgi gurgulia

მსახიობი გიორგი გურგულია ოთხჯერ იყო დაქორწინებული. ჯერჯერობით ბოლო ქორწინება მას ლარისა გიგაურთან აკავშირებდა, რომელმაც ყოფილ ქმარს ძალადობის გამო უჩივლა, თუმცა თავად მსახიობი ყველა ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირებით შემოიფარგლა.

გიორგი გურგულია ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ გრძნობებს, ისევე, როგროც ცხოვრებაში ყველაფერს, ლიმიტი აქვს:

„სამწუხაროდ, დროსთან ერთად სიყვარული ცვდება. სიყვარული არის აღფრთოვანება, როცა გიყვარს, ცოტა გიჟი ხარ. ლიმიტი აქვს ყველაფერს, როგორც ცხოვრებას, ასევე გრძნობებსაც, ამიტომ არის ძალიან გასაფრთხილებელი.

სიყვარულს აქვს სამი კომპონენტი: გონებრივი სიახლოვე ბადებს პატივისცემას, სულიერი – მეგობრობას, ფიზიკური – ლტოლვას, რაშიც ქიმიაც შედის და ამ სამი კომპონენტის არსებობა აუცილებელია. თითოეული მათგანი ცალ-ცალკე სულ სხვა რამეა, ერთად კი – სიყვარული. რომელიმე თუ დააკლდა ორ ადამიანს, მაშინ სრულფასოვანი გრძნობ ა ვერ იქნება. ცხოვრებაში ყველაფერს გასდის ვადა, მაგრამ ნაკლოვან ურთიერთობას – უფრო სწრაფად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g