LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გაკეთდება სამეგრელო-ზემო სვანეთში „განახლებული რეგიონების” ფარგლებში – არეალები შეირჩა

106
1-1

პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, კომისიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია. ეს არეალებია:

მესტია- ცენტრალური ნაწილი (თამარ მეფის ქუჩა, ადმინისტრაციული შენობის ფასადი,  სკვერის მოწყობა 1300 კვმ-ზე)

მარტვილი-ცენტრალური ქუჩები (თავისუფლების, გამსახურდიას, თამარ მეფის ქუჩები), არსებული ბულვარი

სენაკი – ჭავჭავაძის #23-თან არსებული სკვერი და შენობა, რუსთაველის ქუჩაზე არსებული პარკი

ჩხოროწყუ – კულტურის სახლის რებილიტაცია, დავით აღმაშენებლის ქუჩა

ზუგდიდი – ცენტრალური მოედანი და ბულვარის მიმდებარე ტერიტორია

აბაშა – რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია

წალენჯიხა – გამსახურდიას და თამარ მეფის ქუჩები

ფოთი – აღმაშენებლის ქუჩა და რუსთაველის რკალი

ხობი – ცენტრალური პარკი

შესაბამისი პროექტების/ესკიზების წარმოდგენა უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.

შეგახსენებთ, 4-წლიანი უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც  საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები