ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის ნიშნობის შესახებ საზოგადოებამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბეჭდით შეიტყო. გაირკვა, რომ ეს გახლავთ 15 კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი ალმასებით, რომლის მსგავსი ბეჭდების ღირებულება 1 მილიონი დოლარიდან იწყება. კონკრეტულად ეს ბეჭედი კი 4.5 მილიონი დოლარი დაჯდა.
ლოპესი სამკაულების დიდი თაყვანისმცემელია. მარკ ენტონიმ მას ნიშნობაზე 8 კარატიანი ბრილიანტი აჩუქა. ბენ აფლეკმა კი, 5 კარატიანი.