LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს ვალენტინობაზე

1836
GettyImages-1201214757-2

14 თებერვალს მსოფლიო წმინდა ვალენტინის დღეს აღნიშნავს. სიყვარულის დღედ წოდებული დღესასწაული პირველად ინგლისში 1835 წელს აღინიშნა, 1847 წლიდან კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ პოპულარულ დღესასწაულად იქცა.

თუ შეყვარებული ხართ, მაშინ დროა საყვარელი ადამიანისთვის საჩუქარზე იფიქროთ, ვინაიდან ვალენდინის დღე ახლოვდება. საჩუქარი, რომელსაც შეყვარებულს ჩუქნით განსაკუთრებული უნდა იყოს.

ყვავილების  თაიგული, სამკაული და სუნამო – ბანალურია, თუმცა ამით თქვენი საყვარელი ადამიანის გახარებას ნამდვილად შეძლებთ. თუ თქვენი რჩეული ორიგინალური საჩუქრით გინდათ გაახაროთ, მაშინ რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:

თეთრეული – ყველაზე სექსუალური საჩუქარი გამოგივათ, არა მხოლოდ ბიჭებს, ასევე გოგოებსაც.

ალკოჰოლური სასმელი – სასიამოვნო საჩუქარია მამაკაცისთვის. ერთი ბოთლი საუკეთესო ღვინო, კონიაკი ან ვისკი მას ძალიან გაახარებს და ორივეს შესანიშნავ შესაძლებლობას მოგცემთ ვალენტინობის საღამოს ერთად დააგემოვნოთ.

ნახატი – თქვენი ერთობლივი პორტრეტი შესრულებული ტილოზე ან თაბახზე გრაფიკულად.

ვიდეოკლიპი – თუ შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტივი კომპიუტერული პროგრამა, მოუმზადეთ თქვენს რჩეულს შინაარსობრივი ვიდეოკლიპი, რომანტიკული მუსიკით.

წერილი – გაიხსენეთ ძველი მეთოდები და მისწერეთ მას თქვენი ხელით დაწერილი სასიყვარულო წერილი კონვერტით პატარა სუვენირთან ერთად. არ დაგავიწყდეთ ტექსტში იმის ჩაწერა რას ნიშნავს იგი თქვენთვის და რატომ არის გამორჩეული სხვებისგან.

რომანტიკული საღამო – ეს საღამო სასურველია მოაწყოთ თქვენთვის სიმბოლურ ადგილას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g