LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც არ უნდა მოხდეს აქ, არავითარ შემთხვევაში ეს არ ღირს ნერვიულობად… სოფო, შენ იცი, რომ ნიკა გვარამია გარეთ უფრო პარადოქსია ვიდრე ციხეში“ – ნიკა გვარამიამ სასამართლო დარბაზიდან ოჯახს ემოციური სიტყვით მიმართა

597
ნიკა გვარამია

ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში ემოციური სიტყვით გამოვიდა და ოჯახს მიმართა:

„პირველ რიგში მინდა მივმართო ჩემს ოჯახს: აქ არის სოფო, ბავშვები არ არიან, ვერც იქნებიან. მინდა მათ ვუთხრა: რაც არ უნდა მოხდეს, არავითარ შემთხვევაში, ეს არ ღირს ნერვიულობად. სოფო შენ კარგად იცი, რომ ნიკა გვარამია გარეთ უფრო პარადოქსია, ვიდრე ნიკა გვარამია ციხეში.

ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, ეს შენ იცი, უბრალოდ შენ მოგიწევს მშვიდად აუხსნა ეს ბავშვებს და არავის არაფერი არ სთხოვო. ჩემი მეგობრები ალბათ ისედაც დაგვიდგებიან მხარში, დანარჩენი საჭირო არ არის.“– განაცხადა ნიკა გვარამიამ სასამართლოს დარბაზში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები