LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაც ხდება დესტაბილიზაციის ხასიათს იძენს და ეკონომიკურ ცხოვრებაზეც აისახება – გიორგი გახარია

178
GAXA

“ყველაფერი ის, რაც ჩვენს სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ხდება, დესტაბილიზაციის ხასიათს, უკანონო ქმედებების სახეს იძენს, გადადის ქუჩაში და პირდაპირ ახდენს ზეგავლენას ეკონომიკური ცხოვრებაზე” – ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არ ითვალისწინებენ იმას, რომ დესტაბილიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე და გამოწვევებზე, როგორიცაა ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილები.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი ქვეყნის უახლესი წლების განმავლობაში წლების განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევა და მიზანიც იქნება ეკონომიკური ზრდა და პირველ რიგში, სამუშაო ადგილები და ყველაფერი ის, რაც ხდება სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში. როგორც კი იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში, იძენს უკანონო ქმედებების სახეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ზედავლენას ახდებს ასეთ მნიშვნელოვან განზომილებაზე ცხოვრების, როგორიც გახლავთ ეკონომიკური ცხოვრება. ამიტომ ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებას დღეის მდგომარეობით და ეს გახლავთ ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური განვითარება, რა თქმა უნდა, სამუშაო ადგილების შექმნა, ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ, საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მსგავს გამოწვევებსაც გავცეთ შესაბამისი პასუხი.

გახარიამ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს აღნიშნულთან დაკავშირებით დავალება მისცა, რაც, მისი თქმით ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად კეთდება – “დღეს მე მინდა ეკონომიკური ზრდის რისკების, ეკონომიკური ზრის დაჩქარების უზრუნველსაყოფად ფინანსთა მინისტრს დავავალო ის შემზღუდველი ელემენტი, რომელიც ჩვენ დავაწესეთ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარის ფარგლებში, განიხილოთ შესაძლებლობა და მთავრობის მომავალ სხდომაზე წარმოგვიდგინოთ, რამდენად შესაძლებელია ეს ზღვარი 100 ათას ლარამდე ჩამოვწიოთ”.

200 ათასიდან 100 ათასამდე - მთავრობა უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარის ჩამოწევას გეგმავს

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნულთან დაკავშირებით დავალება ფინანსთა მინისტრს მისცა

პრემიერ-მინისტრმა ასევე ეროვნულ ბანკს ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისთვისა მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებისკესკენ მოუწოდა:

„მინდა ეროვნულ ბანკს მოვუწოდო აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობის და ინფლაციის თარგეთირების უზრუნველსაყოფად. კარგად გვესმის, რომ ყველამ კოორდინირებულად, ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ როგორც ეკონომიკური ზრდა მთავრობის მხრიდან, ასევე ინფლაციის ზღვრულის ნორმები, რომელიც გვქონდა წლის დასაწყისში დაგეგმილი და ფასების სტაბილურობა. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. რა თქმა უნდა, ჩვენ, მთავრობის მხრიდან გადავდგამთ ყველა აუცილებელ ნაბიჯს, თუმცა, ასევე მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც მისი კომპეტენციის ფარგლებშია“.

ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე მთავრობა 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები