LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაში მოგზაურობა მარტივდება – თბილისიდან ონში მგზავრობას 5-ის ნაცვლად 3 საათი დასჭირდება

1207
240595844-2083649871772906-2604631388349324181-n

ონი-საჩხერის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შემდეგ, საჩხერე-ონის მარშრუტის სამგზავრო დრო შემცირდება, თბილისიდან ონში მგზავრობას კი 5 საათის ნაცვლად 3 საათი დასჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ონი-საჩხერის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოების დათვალიერებისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გზის მშენებლობა სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის თქმით კი, ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზა საჩხერიდან იწყება და ამბროლაური-ონის გზას უერთდება. პროექტი 7 მონაკვეთად არის დაყოფილი. გზის დიდი ნაწილი ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრის სიმაღლეზე, დაუსახლებელ ტყიან ზონაში მდინარე ხეორის ხეობაში გადის. რეაბილიტაციამდე გზა გრუნტოვანი იყო, სრული რეაბილიტაციის შემდეგ კი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.

სამუშაოების დიდი ნაწილი ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. პროექტის საერთო ღირებულება 111 165 310 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები