LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რაჭაში სტიქიის შედეგებთან მებრძოლ მაშველებს ქალი ლობიანით უმასპინძლდება

207
BeFunky-collage (11)

რაჭაში 4 სოფელთან კავშირის სრულად აღსადგენად მინიმუმ ერთი თვე იქნება საჭირო. სტიქიამ მაგისტრალური გზის რამდენიმე მონაკვეთი ჩამოანგრია, რომელთა აღდგენაც დაახლოებით 30 მლნ ლარი დაჯდება.

სანამ მაშველები სტიქიის შედეგებს ებრძვიან, ერთ-ერთი ადგილობრივი მათ ლობიანით გაუმასპინძლდა.

“ბებოს წამალი დაჭირდა, მივაწოდეთ და ლობიანით გაგვიმასპინძლდა. მადლობა რაჭველებს! ერთად ყველაფერს შევძლებთ”, — წერს ფეისბუქზე ელიზბარ ტატო კოპალიანი და ვიდეოს აქვეყნებს.

 

https://www.facebook.com/tato.kopaliani.1/videos/3382790648450227

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები