დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანამ კორონავირუსი დაამარცხა.
როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ეს ვერ მოხდება, სანამ მოსახლეობის 70% მაინც არ აიცრება.
„ყველა შეზღუდვა ერთბაშად ვერ გაუქმდება, ამან პირიქით შესაძლოა დაგვაბრუნოს შემთხვევების ზრდისკენ, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. არ შეიძლება, რომ მეტროს ვაგონებში, მიკროავტობუსებში ან ავტობუსებში ვიყოთ პირბადის გარეშე. აუცილებელია, დავიცვათ დისტანცია. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ რადგან მსუბუქდება შეზღუდვები, არ დავიჯეროთ, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. ინფექცია დამარცხდება მაშინ, როდესაც აიცრება მოსახლეობის 70% და როდესაც, სავარაუდოდ, მაის-ივნისში გაჩნდება ეტიოტროპული წამლები, ამის წინასწარი მონაცემები არის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ “იმედის” ეთერში.
