„რადიკალური ოპოზიცია თავად არის პასუხისმგებელი ძალადობაზე, რომელიც განხორციელდა რუსთაველზე”, – აღნიშნულის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა და 7-9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, საქმე ეხება ძალიან მძიმე ბრალდებას.
„რეალურად საქმე გვაქვს ძალიან მძიმე ქმედებასთან, ხომ? მე ამ ქმედებას იურიდიულ კვალიფიკაციას ვერ მივცემ, მაგრამ ეს თავისთავად არის მძიმე ქმედება. საქმე გვაქვს პოლიციელების წინააღმდეგ ძალადობასთან, კონკრეტული ადამიანებისთვის ცეცხლის წაკიდებასთან.
ეს არის მძიმე მოვლენა. როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ასეთ დროს ცდილობენ, ამ ყველაფერს მოუძებნონ პოლიტიკური სარჩული, თავისთავად მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე. სინამდვილეში, რადიკალური ოპოზიცია თავად არის პასუხისმგებელი იმ ძალადობაზე, რომელიც განხორციელდა რუსთაველის გამზირზე, აქედან გამომდინარე აწუხებთ მათ ის ვითარება, რომელიც არის შექმნილი ამ კონკრეტული დაკავებული პირის გარშემო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.
„ვიოლა ფონ კრამონი ვის გინახავთ აქციაზე? მე უკვე დიახ…თქვენ ყველანი ხართ მაგრებიო” – სალომე ბარკერი
„ლაზარეს ვერ გააშავებთ“ – პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს