LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ციხეში მხოლოდ იმიტომ უშვებენ, რომ „ოცნებას“ ხელიდან გამოგლიჯა მისი სამშობლო, რომელსაც არუსებდნენ – თუ ამ მოზარდს გაწირავენ აქციები უნდა დავიწყოთ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

191
ნანუკა ლაზარეზე

„აუცილებელი ჩასწორება. არ არსებობს არანაირი მტკიცებულება რომ ლაზარემ მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. არანაირი!“, – წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი და აღნიშნულით ეხმაურება ე.წ მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისისთვის პატიმრობის შეფარდებას:

„21 წლის ლაზარეს, 7-11 წლამდე ციხეში მხოლოდ იმიტომ უშვებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელიდან გამოგლიჯა მისი სამშობლო, რომელსაც არუსებდნენ.

კობახიძის მტკიცებით, აქციაზე მოლოტოვი უსვრია და უკაცრავად? აქციას ეგ ფორმა და შინაარსი რომ არ ჰქონოდა გგონიათ რამეს დათმობდნენ?! ზუსტად გაბრაზებული ლაზარების რომ შეეშინდათ იმიტომ დათმეს!!

თუ ამ მოზარდს გაწირავენ აქციები უნდა დავიწყოთ. ისეთი მასშტაბით რომ აღარავის დაჩაგვრა აღარ გაბედონ ქვეყნის სიყვარულის გამო.“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დღეს იმსჯელეს.

ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g