LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა

200
ლაზარე

ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარის ითხოვდა, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

„დროას“ წევრი არ არის, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ“ – რა ვიცით აქციის მონაწილე 21 წლის ბიჭზე, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

პროკურატურის მტკიცებით, მან აქციებზე – „არა რუსულ კანონს” სამართალდამცველების მიმართულებით ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ორჯერ ისროლა. ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ის ავტომანქანას.

ლაზარე გრიგორიადისს 7-იდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ჯაფარიძე გრიგორიადისზე: „ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-იდან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ“

 

ფოტო: „პუბლიკა“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g