LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლაზარეს ვერ გააშავებთ“ – პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს

213
ფორტუნა - 2023-03-31T220011.428

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად მოქალაქეები შეიკრიბნენ. დემონსტრანტების განცხადებით, მათი მიზანია, ლაზარეს გათავისუფლება. აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ დაკავებები გაგრძელდება და მიაჩნიათ, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრებები უნდა გაგრძელდეს.

ლაზარე გრიგორიადისის მამა: ვერ წარმოვიდგენდი ჩემი შვილის პოლიტპატიმრის სტატუსს – ბოლომდე ვიბრძოლებ ხალხთან ერთად

„სოლიდარობას ვუცხადებთ ახალგაზრდა ლაზარეს. დღესდღეობით ლაზარეა დაკავებული და ხვალ შეიძლება ყველა ჩვენგანი იყოს. ეს არის დაშინების აქტი. ეს არის ახალგაზრდების დაშინების აქტი, მაგრამ ვერავის დააშინებენ”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:

„ლაზარეს ვერ გააშავებთ“.

ჯაფარიძე გრიგორიადისზე: „ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-იდან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ“

„დროას“ წევრი არ არის, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ“ – რა ვიცით აქციის მონაწილე 21 წლის ბიჭზე, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

„ციხეში მხოლოდ იმიტომ უშვებენ, რომ „ოცნებას“ ხელიდან გამოგლიჯა მისი სამშობლო, რომელსაც არუსებდნენ – თუ ამ მოზარდს გაწირავენ აქციები უნდა დავიწყოთ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

შეგახსენებთ, 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ე.წ. „აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას, პოლიციელზე თავდასხმასა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს.

სლაიდზე აქციის ფოტო: რადიო თავისუფლება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g