LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაზარე გრიგორიადისის მამა: ვერ წარმოვიდგენდი ჩემი შვილის პოლიტპატიმრის სტატუსს – ბოლომდე ვიბრძოლებ ხალხთან ერთად

273
ლაზარე და ბექა გრიგორიადისები

„ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ჩემი შვილის პოლიტპატიმრის სტატუსს, არადა არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ არის და არც ყოფილა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ე.წ მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი წერს და ამგვარად მისი შვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურება:

ჯაფარიძე გრიგორიადისზე: „ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-იდან 11 წლამდე, ჩათვალეთ რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ“

„ყოველთვის გადიოდა აქციაზე იმის მერე, როცა დაინახავდა რობოკოპების ძალის გადამეტებას, უბრალოდ ვერ იტანს უსამართლობას, ამის გამო ბავშვს უმწარებთ ცხოვრებას??

„დროას“ წევრი არ არის, მაგრამ ყველანაირად დავიცავთ“ – რა ვიცით აქციის მონაწილე 21 წლის ბიჭზე, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

მე ვარ ძალიან ცუდად, ამ ყველაფერმა ჩემს ჯანმრთელობაზე ძალიან იმოქმედა, არაუშავს, ავიყვან თავს ხელში და ბოლომდე ვიბრძოლებ ხალხთან ერთად, სანამ ჩემი ლაზარე იქნება თავისუფალი..

„ციხეში მხოლოდ იმიტომ უშვებენ, რომ „ოცნებას“ ხელიდან გამოგლიჯა მისი სამშობლო, რომელსაც არუსებდნენ – თუ ამ მოზარდს გაწირავენ აქციები უნდა დავიწყოთ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

იმედს ვიტოვებ მთავრობა არ გაწირავს ჩემს შვილს.“– წერს ბექა გრიგორიადისი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დღეს იმსჯელეს.

ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g